მავნე ჩვევა - თითის წოვა პატარებში
თითის წოვა პატარებში ბუნებრივი პროცესია. რასაც, ზოგ შემთხვევაში, დაბადებამდე, მუცლად ყოფნის დროს იწყებენ.
თუ თითის წოვა 3 წლამდე, ან უფრო დიდხანს გრძელდება დიდია არასწორი თანკბილვის განვითარების ალბათობა. ამ დროს, შეიძლება, არათუ კბილები, არამედ ყბაც კი არასწორად განვითარდეს. ამიტომ, თითის წოვა პატარებში საყურადღებო ჩვევაა.
უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვები 2-4 წლის ასაკში თავად ანებებენ თავს თითის წოვას. თუ ეს ჩვევა გახანგრძლივდა არ არის რეკომენდებული ნეგატიური ჩარევით სცადოთ გავლენა მოახდინოთ ბავშვის ჩვევაზე. პირიქით, მხოლოდ პოზიტიური გარემოს შექმნა დაგეხმარებათ.
დააჯილდოვეთ და წაახალისეთ, როცა თითის წოვას შეაჩერებს.
ჩაეხუტეთ და ეთამაშეთ რადგან ხშირად თითის წოვის ტრიგერი ბავშვის სტრესი ან მოწყენილობაა.
თუ მარტო ვერ გაუმკლავდით თითის ან საწოვარას გახანგრძლივებულ წოვას, მოგვმართეთ. ჩვენ ავუხსნით პატარას, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ჩვევის მოშორება. ან დავახმართ სპეციალურ აპარატს, რომელიც ხელს შეუშლით წოვის პროცესს.
თითის წოვა კიდევ ერთი მიზეზია, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი სტომატოლოგთან გეგმიური მონიტორინგის გავლა.
ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე (032) 2322227.